Wednesday, January 6, 2016

დაამარცხე ოჯახში ძალადობა


ოჯაში ძალადობა საქართველოში


ვისი საქმეა ოჯახში ძალადობა

           იმის დასტურად,რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის,საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ".ხოლო 2012 წელს მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება,რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა,რაც იმას ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობის შწსახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პატრულის ეკიპაჟი ან უბნის ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე მიდის.ძალალადობის ფაქტის დაფიქსირებისას,სამართალდამცავი პირი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელ ორდენს გასცემს.შემაკავებელი ორდენი მოძალადის მსხვერპლისაგან გარკვეული დროის მანძილზე იზოლაციას ახდენს.მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მსხვერპლის საცხოვრებლისაგან თუ სამუშაო ადგილითან,ასევე ბავშვთან მიახლოვება და იარაღით სარგებლობა.

ტოლერანტობა

              ტოლერანტობა ანუ შემწყნარებლობა,აღნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესის,ქცევისა და ჩვეულებების ატანას.ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას,არც განსხვავებული ცხოვრების წესის მიღებას.ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების  მიცემას,იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად.ტოლერეანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი აჩრევანის  (ზოგადი უფლების) პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.                                                                                                         თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა ამის შესახებ ჩატარდა გამოკითხვა:

         ტოლერანტობის ზუსტი განმარტება მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტმა იცის.

               ტოლერანტობის განმარტება არ იცის საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტმა.მათ შორის ვინც არ იცის ტოლერანტობის განმარტება,უმრავლესობა ახალგაზრდა ასაკისაა.

Monday, December 28, 2015

ძალადობა ოჯახში

          მოძალადეების როლს როგორც ყველგან და ყოველთვის ხშირად მამაკაცები ასრულებენ.ძალადობის მსხვერპლის როლში  კი ძალიან ბევრჯერ მათივე ოჯახის წევრები.განსაკუთრებით კი ცოლები.ამ შემთხვევაში კი ქალებს არც კანონი იცავს და არც მათი გაარემოცვა.ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში როგორც წესი თვლიან,რომ ოჯახურ საქმეებში ჩარევის უფლება უცხო პირებს არ აქვთ.

         მაგალითად,ქუჩაში ქალზე ძალადობის შემთხვევები ბევრია.საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით ქალებზე მოძალადეებს  საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის,რომ სხვისი ოჯახის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს,მაშინაც კი როდესაც წყვილი ქუჩში ჩხუბობს.

         რამოდენიმე თვის წინ კუს ტბაზე ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.იმიტირებული სცენა დილითაა გადაღებული,როდესაც კუს ტბაზე მყოფთა უმრავლესობა მამაკაცია და მათი დიდი ნაწილი ვარჯიშობს.

         გასულ წელს დანით ეჭვიანობის გამო 48 წლის ქალი ქმარმა ეზოში,მეზობლების თვალწინ მოკლა.

              ქუჩაში დანით 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 23 წლის გოგონას მიზეზი ეჭვიანობა.

           უფლებადამცველები თვლიან,რომ მოძალადეების წინააღმდეგ მოქმედი კანონი არ მოქმედებს.

         ამ პოსტის საშუალებით მინდა მოვუწოდო საზოგადოებას,თუ ოდესმე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი ან თვითონთუ არა თქავის გარემოცვაში არსებობს ძალადობის მსხვერპლი ადამიანი.მან თვალი არ უნდა დახუჭოს ამგვარ ფაქტებზე ,რადგან დუმილი დანაშაულია.ოჯახში მოძალადე 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ძალადობა დასჯადია!


       

ინტერვიუ ერტისის საჯაროს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ხაღულაშვილთან

- გამარჯობა.                                                                                                                  

  - გამარჯობა.                                                                                                                   

   - რამოდენიმე კითხვას დაგისვამ,თუ შეიძლება.                                                      

   -რათქმაუნდა,მზად ვარ.                                                                                               

- კარგი.როგორ ფიქრობთ,რა განსხვავებაა უფლებებსა და მოვალეობებს შორის?                                                                                                                                 

     -   მაგალითად ,მოსწავლეს აქვს განათლების მიღების უფლება, სახელმწიფოს კი – მოვალეობა, უზრუნველყოს იგი ამ შესაძლებლობებით.         

    -დიახ.იცით თუ არა სიტყვა დისკრიმინაციის განმარტება?                                   

- კი, რათქმაუნდა .დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით განსხვავებას ნიშნავს.იგი ადამიანთა უსამართლო მოპყრობას,ძალადობას,ჩაგვრას,დაცინვას გულისხმობს.                                              

 - დიახ,სწორია.დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებსაც ხომ ვერ მეტყვი?                                                                                                                                     

- დისკრიმინაციას ხშირ შემთხვევაში იწვევს უცოდიანარობა,განათლების მიღების შეზღუდვა.                                                          

- კარგი.იტნტერვიუსათვის დიდი მადლობა.                                                          

- მადლობა თქვენ.