ვისი საქმეა ოჯახში ძალადობა
იმის დასტურად,რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის,საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ".ხოლო 2012 წელს მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება,რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა,რაც იმას ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობის შწსახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პატრულის ეკიპაჟი ან უბნის ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე მიდის.ძალალადობის ფაქტის დაფიქსირებისას,სამართალდამცავი პირი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელ ორდენს გასცემს.შემაკავებელი ორდენი მოძალადის მსხვერპლისაგან გარკვეული დროის მანძილზე იზოლაციას ახდენს.მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მსხვერპლის საცხოვრებლისაგან თუ სამუშაო ადგილითან,ასევე ბავშვთან მიახლოვება და იარაღით სარგებლობა.
No comments:
Post a Comment