Wednesday, January 6, 2016

დაამარცხე ოჯახში ძალადობა


ოჯაში ძალადობა საქართველოში


ვისი საქმეა ოჯახში ძალადობა

           იმის დასტურად,რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის,საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ".ხოლო 2012 წელს მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება,რომლის თანახმადაც ოჯახში ძალადობის კრიმინალად აღიარება მოხდა,რაც იმას ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობის შწსახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პატრულის ეკიპაჟი ან უბნის ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე მიდის.ძალალადობის ფაქტის დაფიქსირებისას,სამართალდამცავი პირი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელ ორდენს გასცემს.შემაკავებელი ორდენი მოძალადის მსხვერპლისაგან გარკვეული დროის მანძილზე იზოლაციას ახდენს.მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მსხვერპლის საცხოვრებლისაგან თუ სამუშაო ადგილითან,ასევე ბავშვთან მიახლოვება და იარაღით სარგებლობა.

ტოლერანტობა

              ტოლერანტობა ანუ შემწყნარებლობა,აღნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესის,ქცევისა და ჩვეულებების ატანას.ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას,არც განსხვავებული ცხოვრების წესის მიღებას.ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების  მიცემას,იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად.ტოლერეანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი აჩრევანის  (ზოგადი უფლების) პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.                                                                                                         თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა ამის შესახებ ჩატარდა გამოკითხვა:

         ტოლერანტობის ზუსტი განმარტება მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტმა იცის.

               ტოლერანტობის განმარტება არ იცის საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტმა.მათ შორის ვინც არ იცის ტოლერანტობის განმარტება,უმრავლესობა ახალგაზრდა ასაკისაა.