Monday, November 30, 2015
Sunday, November 29, 2015
ოჯახური ძალადობა
საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში,არამედ მთელს მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.როგორც ფსიქოლოგები ამბობენ ძალადობა უმეტესად ისეთ ქვეყნებში ხდება,რომლებიც განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებიან.ოჯახური ძალადობა ოჯახის ნებისმიერ წევრზე შეიძლება განხორციელდეს,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლნი ქალები და ბავშვები არიან.ძალადობა ყოველთვის ცუდი შედეგებით მთავრდება,უკიდურეს შემთხვევაში მკვლელობითაც.ოჯახური ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური,ასევე ფსიქოლოგიური.ფსიქოლოგიური ძალადობა იგივეა რაც ჩხუბი,ყვირილი,დაშინება,შანტაჟი და ა.შ.ძალადობა შეიძლება მოხდეს მოხუც მშობლებზეც,როდესაც მშობელს აღარ აქვს უნარი,რომ შვილს ეკონომიურად დაეხმაროს.შვილი ამას აგრესიით უყურებს და მშობელზე ძალადობს.ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ზოგჯერ ბავშვებიც არიან,განსაკუთრებით ბოლო პერიოდში,ბავშვებზე ძალადობის ფაქტები მომრავლდა.ამგვარი ძალადობა ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. საქართველოში არსებობს უამრავი ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ!აუცილებლად ყველა ადამიანმა რომელიც არის ძალადობის მსხვრეპლი უნდა იცოდეს,რომ კანონმდებლობა კრძალავს ოჯახში ძალადობას,თუმცა ეს კანონები ცოტა ადამიანმა იცის და ისინი ერიდებიან ამ თემაზე საუბარს. ნებისმიერი ადამიანი,ნებისმიერი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ,რათა დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები,რომლებიც ძალადობის მსხვერპპ;ნი არიან,რადგან არცერთმა ჩვენგანმა არ იცის რა იქნება მომავალში და შესაძლოა რომ თავად გავხდეთ ძალადობის მსხვერპლნი...
Friday, November 20, 2015
დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან
ძირითადად ,ჩვენი ასაკის ბავშვები(14-15 წლის)სკოლის შემდეგ დაკავებულნი არიან:სპორტით,კერძო გაკვეთილებით და ხანდახან შაბათ-კვირას აქვთ მსუბუქი სამუშაო,მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის,რომ მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ბავშვია,რომლებიც ჩვენგან განსხვავებით სკოლის შემდეგ ან შაბათ-კვირას,"მთელი კვირა'',წლები არიან მძიმე სამუიშაოთი დაკავებულნი.მართალია მე ამ პოსტით მათ ვერ დავეხმარები,მაგრამ ამით მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო. ამ ინფორმაციას ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გავეცანი და როდესაც მას ვკითხულობდი თვალებზე ცრემლები მომადგა.
ვფიქრობ,ეს უფლებების დარღვევაცაა სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად.
საშინელებაა,როდესაც ადამიანები,რომლებსაც ყველაფერი აქვთ,კიდევ უკმაყოფილონი არიან,ყველაფრით მაშინ,როდესაც მათი უფლებები ხელშეუხებელია...ამ დროს მიჩნდება კითხვა,იმ ბავშვებმა რა ქნან ვისაც არაფერი აქვთ,ვისაც არ შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას და ისე იცხოვროს,როგორც მას სჭირდება.
მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ!
ძალადობა ბავშვებზე
ყველა ადამიანი საკუთარი ღირსებით იბადება თავისუფალი და თანასწორი.აქედან ყველას აქვს სიცოცხლის,სიტყვის თავისუფლების,პირადი ხელშეუხებლობის უფლება.განურჩევლად კანის ფერის,ასაკის,რელიგიის,გარეგნობის.არავის აქვს უფლება შეგვზღუდოს უკანონოდ.
არ მინდა ჩვენი საზოგადოება დავადანაშაულო,მაგრამ ფაქტებს როგორიცაა,ძალადობა,სიძულვილის გამოხატვა ე.წ ''მაწანწალების''მიმართ ხშირად ვაწყდებით ხოლმე.
ერთ დღეს,მეტროთი მგზავრობისას,რაც იქ ვიხილე,ჩემში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ხუთ წლამდე ასაკის ბიჭუნა,ვაგონში შემოსვლისთანავე შეემართა იძულებით დაკისრებულ მოვალეობას.პატარა ჩვეულებრივ მოწყალებას ითხოვდა.არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო,მაგრამ ერთმა ღიპიანმა ბიძიამ გართობა მოინდომა და მას წასაქცევად ფეხი დაუხვედრა.ბიჭმა ალბათ უხეში თავდაცვა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ისწავლა.ჯერ წაბორძიკდა,შემდეგ მოუბრუნდა ბიძიას და ნერწყვი არ დაიშურა.ის მოულოდნელობისაგან ერთ წამს დაიბნა,თუმცა გონს მალევე მოეგო და დაძრულ მატარებელში ბიჭს გამოუდგა.პატარა ბიჭი გასაქცევად მოემზადა,მაგრამ დაძრულ მატარებელში წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და პირის სახით იატაკზე დაეცა.ღირსებაშელახულმა ბიჭუნამ ტირილი მორთო.
შეიძლება,ამგვარი ძალადობა მის ცხოვრებაში ხშირია,მაგრამ მე ერთ-ერთს შევესწარი და შემზარა.დღემდე მახსენდება ამ ბიჭუნას სევდიანი თვალები,რომელიც თითქოს დახმარებას ითხოვდა.
დღესდღეობით,შეიქმნა უამრავი ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით,თუმცა დღეს,21 საუკუნეში,კვლავ იტანჯება ბავშვთა გარკვეული ნაწილი,რაც,ჩემი აზრით,საზოგადოების უპასუხისმგებლობისა და განუვითარებლობის შედეგია!
ადამიანის უფლებები
ჩვენ ყოველდღიურად მომსწრენი ვართ,ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენების, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ,მაგრამ ხანდახან მნიშვნელოვანი საკითხები ყველასათვის შეუმჩნევლად ჩაივლის.ამ მიზეზის გამო გადავწყვიტე ამ პოსტში ადამიანის უფლებების შესახებ ვისაუბრო.ჩემი აზრით,აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა ჩნდება კითხვა,საერთოდ რა არის ადამიანის უფლები?
ყველა ინდივიდს დაბადებიდან ენიჭება საკუთარი უფლებები და ძირითადი მოვალეობები.ისინი თანასწორნი არიან ამ უფლებებით ერთმანეთის წინაშე.ტერმინი ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონებით და კონვენციებით.ადამიანის უფლებები წარმოადგენს ფუნდამენტურ პრივილეგიებს.უფლებები მოითხოვს თითოეული ადამიანის განსაზღვრულ ქცევას,კეთილდღეობას,განათლებისა და კულტურული უფლებების გარკვეულ დონეს.ამ უფლებეის ცოდნა საჭიროა ყველა ადამიანისთვის,რადგან არ მოხდეს საკუთარი უფლებების ხელყოფა.
როგორც თავიდან ავღნიშნე,ადამიანის უფლებეი წარმოადგენს ფუნდამენტურ პრივილეგიებს და ის დაბადებიდან ენიჭება ყველა ადამიანს.ადამიანის უფლება ეს ის ფენომენია,რომელიც მნიშვნელოვანია და მომგებიანი თითოეული ადამიანისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)