დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან
ძირითადად ,ჩვენი ასაკის ბავშვები(14-15 წლის)სკოლის შემდეგ დაკავებულნი არიან:სპორტით,კერძო გაკვეთილებით და ხანდახან შაბათ-კვირას აქვთ მსუბუქი სამუშაო,მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის,რომ მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ბავშვია,რომლებიც ჩვენგან განსხვავებით სკოლის შემდეგ ან შაბათ-კვირას,"მთელი კვირა'',წლები არიან მძიმე სამუიშაოთი დაკავებულნი.მართალია მე ამ პოსტით მათ ვერ დავეხმარები,მაგრამ ამით მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო. ამ ინფორმაციას ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გავეცანი და როდესაც მას ვკითხულობდი თვალებზე ცრემლები მომადგა.
ვფიქრობ,ეს უფლებების დარღვევაცაა სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად.
საშინელებაა,როდესაც ადამიანები,რომლებსაც ყველაფერი აქვთ,კიდევ უკმაყოფილონი არიან,ყველაფრით მაშინ,როდესაც მათი უფლებები ხელშეუხებელია...ამ დროს მიჩნდება კითხვა,იმ ბავშვებმა რა ქნან ვისაც არაფერი აქვთ,ვისაც არ შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას და ისე იცხოვროს,როგორც მას სჭირდება.
მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ!
დარინა,შენი აზრით როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან? კარგი იქნება შენს ბლოგზე კონკრეტულ შემთხვევებს თუ განიხილავ.
ReplyDelete