ძალადობა ბავშვებზე
ყველა ადამიანი საკუთარი ღირსებით იბადება თავისუფალი და თანასწორი.აქედან ყველას აქვს სიცოცხლის,სიტყვის თავისუფლების,პირადი ხელშეუხებლობის უფლება.განურჩევლად კანის ფერის,ასაკის,რელიგიის,გარეგნობის.არავის აქვს უფლება შეგვზღუდოს უკანონოდ.
არ მინდა ჩვენი საზოგადოება დავადანაშაულო,მაგრამ ფაქტებს როგორიცაა,ძალადობა,სიძულვილის გამოხატვა ე.წ ''მაწანწალების''მიმართ ხშირად ვაწყდებით ხოლმე.
ერთ დღეს,მეტროთი მგზავრობისას,რაც იქ ვიხილე,ჩემში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ხუთ წლამდე ასაკის ბიჭუნა,ვაგონში შემოსვლისთანავე შეემართა იძულებით დაკისრებულ მოვალეობას.პატარა ჩვეულებრივ მოწყალებას ითხოვდა.არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო,მაგრამ ერთმა ღიპიანმა ბიძიამ გართობა მოინდომა და მას წასაქცევად ფეხი დაუხვედრა.ბიჭმა ალბათ უხეში თავდაცვა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ისწავლა.ჯერ წაბორძიკდა,შემდეგ მოუბრუნდა ბიძიას და ნერწყვი არ დაიშურა.ის მოულოდნელობისაგან ერთ წამს დაიბნა,თუმცა გონს მალევე მოეგო და დაძრულ მატარებელში ბიჭს გამოუდგა.პატარა ბიჭი გასაქცევად მოემზადა,მაგრამ დაძრულ მატარებელში წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და პირის სახით იატაკზე დაეცა.ღირსებაშელახულმა ბიჭუნამ ტირილი მორთო.
შეიძლება,ამგვარი ძალადობა მის ცხოვრებაში ხშირია,მაგრამ მე ერთ-ერთს შევესწარი და შემზარა.დღემდე მახსენდება ამ ბიჭუნას სევდიანი თვალები,რომელიც თითქოს დახმარებას ითხოვდა.
დღესდღეობით,შეიქმნა უამრავი ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით,თუმცა დღეს,21 საუკუნეში,კვლავ იტანჯება ბავშვთა გარკვეული ნაწილი,რაც,ჩემი აზრით,საზოგადოების უპასუხისმგებლობისა და განუვითარებლობის შედეგია!
No comments:
Post a Comment