Monday, November 30, 2015

გენდერული თანასწორობა

      გენდერული თანასწორობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს გააჩნიათ ერთნაირი ფიზიკური შესძლებლობები. გენდერული თანასწორობა ნიშნვს იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი შესაძლებლობები აქვთ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს, მათ ერთნაირი უფლებები და საკუთარი თავის გამოვლენის ერთნაირი საშუალებები უნდა ჰქონდეთ.                                     

       დღესდღეისობით, გენდერული თანასწორობის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს საქართველოში. განსაკუტრებით ამ ბოლო ხანებში მძიმედ დაისვა ეს საკითხი.                                                                                     საქართველო,მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა.ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქოწინება,მოტაცება ქორწინების მიზნით და ა.შ.რაც შემდგომ იწვევს უამრავ პრობლემას და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს.                                                                                          ყოველი მე-11 ქალი მეღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია,ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს:ფსიქოლოგიურს,სიტყვიერს და ეკონომიკურ ზეწოლას.                                                                                                                       

         ხშირად ტერმინი ,,გენდერული თანასწორობა” სრულიად სხვა კონტექსტში ესმით. რაც არ უნდა იყოს ქალი და მამაკაცი ყოველთვის განსხვავდებოდა და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუ გონებრივი არა ფიზიკური შესაძლებლობით მაინც.  21-ე საუკუნეში ქალები მართლაც თითქმის ყველაფერს აკეთებენ რაც ადრე მხოლოდ მამაკაცების მოვალეობებში შედიოდა, მაგრამ ქალი მაინც სუსტი სქესია. თანასწორობა აბსოლიტურ თანასწორობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის.

              აქედამ გამომდინარე,გენდერული თანასწორობა,როგორც ცნობიერების დეფიციტი პირდაპირპროპორციულად ეხება იმ სტერეოტიპებს,რომლებიც ასეა გავრცელებული საზოგადოებაში.ვინაიდან,მთელი რიგი დანაშაულები რაც ამჟამად ხორციელდება,თუნდაც საქართველოში,პირველ რიგში იმ საზოგადოების ბრალია სადაც ვცხოვრობთ.                                                                                                  2010 წელს იქნა მიღებული კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ.ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ეს კანონი.საქართველოს მოსახლეობამ კი უნდა შეიტყოს გენდერული თანასწორობის დანიშნულება,ამისათვის საჭიროა ინფორმაციის მასიური გავრცელება და სათქმელის სწორად მიტანა ადრესატამდე.რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში,მოცემულ საკითხში ცნობიერების ამაღლებას,ეს კი რათქმაუნდა შეამცირებს დანაშაულებს.

No comments:

Post a Comment