Tuesday, December 1, 2015

ადამიანის ძირითადი უფლებები



        სიცოცხლე,თავისუფლება,ბედნიერებისაკენ სწრაფვა ის ბუნებრივი უფლებებია,რომლებიც დაბდებიდან ენიჭება ადამიანს.ადამიანები სწორედ ამ და სხვა უფლებათა დაცვის მიზნით ქმნიან ხელისუფლებას და თუ ეს უკანასკნელი ვერ ან არ იცავს მოქალაქეთა უფლებებს,ხალხს შეუძლია,შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მართველი და აირჩიოს ახალი ხელისუფლება.                                                                                                                       იმისთვის,რომ შევძლოთ ჩვენი  უფლებების დაცვა,უნდა ჩავწვდეთ ამ უფლებათა არსს.განვიხილოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანდაყოლილი უფლება,რომელიც განაპირობებს მოქალაქის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში.ეს არის- თავისუფლება.                                              ერთ-ერთი ეპისკოპოსის აზრით,"თავისუფლება პირველი სიკეთეა კაცისა".თავისუფლება არის:"სხვას არ გაუკეთო ის,რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ. და შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება".              ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი.ადამიანი თავისუფალია,როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით- ნებაყოფლობით,ხოლო არ არის თავისუფალი,როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით,კარნახით.                                                                                                                     პიროვნების უფლებები და თავისუფლებები ადამიანური ბუნებიდან ტგამომდინარეობს,ისინი იმიტომ გააჩნია პიროვნებას,რომ ადამიანია.რაც შეეხება მოვალეობებს,პიროვნებას ისინი აკისრია სახელმწიფოს წინაშე.მათი შეუსრულებლობისათვის სახელმწიფოს შეუძლია,დასაჯოს მოქალაქე.                           

No comments:

Post a Comment