ბავშვს აქვს უფლებები!
1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ხოლო 1989 წელს - ბავშვის უფლებათა კონვენცია. ალბათ, იკითხავთ: რა საჭიროა ბავშვის უფლებათა კონვენცია, როცა არსებობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია? პასუხი მარტივია: ბავშვს თავისიფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო სჭირდება სპეციალური დაცვა და მზრუნველობა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო აღიარებს, რომ ბავშვს აქვს უფლებები. საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენცია ძალაშია 1994 წლიდან და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კონვენციის მოთხოვნების დაცვა. აღიარებულია, რომ:
ყველა ბავშვი თანასწორია.არ არსებობენ უფრო მეტად თანასწორნი. მაგალითად, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც თურქები, ფრანგები ან რუსები არიან, ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ავსტრიელების, ქართველების ან ესტონელების შვილებს. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს დისკრიმინირებული იმ მიზეზით, რომ სხვა ფერის კანი აქვს. ყოველგვარი დისკრიმინაცია- რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით - დაუშვებელია. აკრძალულია ბავშვის დისკრიმინაცია, რომელიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ყველა ბავშვს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიური რწმენის თავისუფლება.ბავშვს შეუძლია თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერსაკითხზე. ზრდასრული ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის მოსაზრებას. ბავშვის შეხედულებებსმისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად სათანადოყურადღება უნდა დაეთმოს. ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება.არავის აქვს უფლება, უნებართვოდ წაიკითხოს მათი ჩანაწერები, წერილები. კონვენციის თანახმად, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ანდა ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.
ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი.
ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს იძულებით შრომისგან.
No comments:
Post a Comment