Saturday, December 26, 2015

მარტინ ლუთერ კინგი

           მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წ.15იანვარს ატლანტაში(ჯორჯიის შტატში,აშშ),შავკანიანთა ოჯახში.მიუხედავდ იმისა,რომ მონობა აშშ - ში კარგა ხნის გაუქმებული იყო,შავკანიანი მოსახლეობა უკიდერეს გაჭირვებასა და დისკრიმინაციას განიცდიდა.ლუთერ კინგი გახლდათ რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.მას სურდა თანასწორობის მშვიდობიანი გზით მიღწევა.მისი არაძალადობრივი ქმედებებიდ - მშვიდობიანი მსვლელობების,ეკონომიკური ბოიკოტების,მასობრივი გამოსვლების შედეგად,აშშ - ის კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ.                                       მარტინ ლუთერ კინგს ღრმად სწამდა,რომ ძალმომრეობას და სიძულვილს შემწყნარებლობა და სიყვარული დაამარცხებდა.სწორედ ამ პრინციპს ემყარებოდა მისი პოლიტიკური ბრძოლის სამოქმედო გეგმა.   

  1. არც ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ უნდა იყენებდეს ძალადობას სამართლიანობის აღსადგენად,რადგანაც არსებობს მეორე,ალტერნატიული გზა.
  2. რა არის მოქმედება ძალადობის გარეშე? მთავარი მახასიათებელი - არასოდეს დაამცირო მოწინააღმდეგე,არ ეცადო მის განადგურებას,მოიპოვე მისი სიყვარული,გაგება და პატივისცემა.
  3. ამ პოლიტიკის მთავარი პრინციპია,გაიზიარო სხვათა მწუხარება,არ უპასუხო ძალადობას ძალადობით და არ იფიქრო შურისძიებაზე.                                                                                                                                                        1963 წელს ვაშინგტონში 300 000 ადამიანმა გამართა მშვიდობიანი მასვლელობა.მიტინგზე მთელი დღე ისმოდა სიმგერები,გამოდიოდნენ სიტყვით.მიტინგის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო მარტინ ლუთერ კინგის გამისვლა.

                   





No comments:

Post a Comment