შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
დღეს, საქართველოსა და მსოფლიოში, სამწუხაროდ ბევრია ე.წ შეზღუდული შესაძლებლობის პირი, რომელთა მიმართ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ამიტომ მათი დანახვისას განსხვავებული და მიუღებელი რეაქციაა აქვთ ხოლმე. საქართველოში, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული, რაც უფრო მეტად საბჭოთა კავშირის "რეჟიმ გამოვლილებს" ეტყობათ. საბედნიეროდ, დღეს ახალგაზრდობას განსხვავებული და უფრო სწორი მიდგომა უყალიბდება ამ საკითხის მიმართ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯია ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და ბევრი სხვა ორგანო, თუ სტრუქტურა, სახელმწიფოს გამოკლლებით. საზოგადოების დიდ ნაწილს საქართველოში მიაჩნია, რომ შშმ პირების მიმართ სიბრალულის გამოხატვა და თითის მიშვერა მათი ქუჩაში გამოჩენისას სწორი საქციელია, მაგრამ ასე არაა! ეს კიდევ ერთი ნაკლია, რომელიც გვაქვს. მივიჩნევ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ნიჭი რაღაცის კეთების, რაც მას გამოარჩევს სხვებისგან. დღეს, საბედნიეროდ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებულია ამ პრობლემით და ცდილობს, რომ ხალხის წარმოდგენები შეცვალოს შშმ პირებზე. პრობლემის გადაჭრის გზები, ჩემი აზრით, პირველრიგში გადის სახელმწიფოზე, რომელიც დღეს ამ საკითხის მიმართ ფაქტობრივად, უმოქმედოა. უნდა დავიწყოთ ელემენტარულით, რომელსაც მაგალითად წარმოადგენს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში პანდუსების გაკეთება ქვეყნის მასშტაბით. სკოლებში ამ საკითხის მიმართ გაკვეთილების ჩატარება, რაც ყველაზე დიდ შედეგს მოგვიტანს. დროა დავიწყოთ და დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც დღეს, თუ ხვალ შეიძლება ჩვენზე მაღლა დადგნენ და მათი დახმარება ჩვენ დაგვჭირდეს. ვასწავლოთ ბავშვებს ის, რომ ხელის გაშვერით არ ისაუბრონ მათზე, დაეხმარონ ღიმილით, როდესაც მათ დახმარება დაჭირდებათ და მივიღებთ ღირსეულ, პროგრესულ და სამართლიან საზოგადოებას, რომელიც საქართველოში იცხოვრებს და გახდება მსოფლიოს საამაყო წევრი. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: შეზღუდული შესაძლებლობა, არ არსებობს!
No comments:
Post a Comment