Sunday, December 20, 2015

"ქუჩის ბავშვები" და მათი უფლებები

   დღეს  21-ე საუკუნეა,ტექნოლოგიები...ადამიანი ვითარდება,წინ მიიწევს...მაგრამ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გადაუჭრელია...და ამ პრობლემას "ქუჩის ბავშვები" ჰქვია.ალბათ ეს ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემაა საქართველოსთვის...დღეს საქართველოში ეს პრობლემა მოუგვარებელია,არავინ ფიქრობს დ აზრუნავს მათზე,უფრო მეტიც,მათი რაოდენობაც კი არავინ იცის (დაახლოებით მაინც).საქართველოში მაწანწალა ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.მათი რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.გამოდის რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ მათ რაიმე დაემართება,სახელმწიფო ვერ დაეხმარება.მათი ცხოვრება ჩვენზე,გამლელზეა დამოკიდებული,ისინი ხომ საჭმლის ფულს ქუჩაში შოულობენ.                                                                                                                                  თბილისში და არამარტო თბილიში,ნებისმიერ ადგილას ვნახავთ მათ.გავუვლით და ვერც კი ვხვდებით თუ რამხელა ტკივილს განიცდიან ისისნი ამ დროს.სულ უფრო მეტი ბავშვი გამოდის ლუკმა პურის საშოვნელად და მათ უმეტესობას ეგრეთ წოდებულ "სამუშაოზე" საკუთარი მშობლები უშვებენ.მათი ცხოვრება სულ უფრო და უფრო უკან მიდის.ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს,ზოგი ალკოჰოლს და ნარკოტიკს ეჩვება და იღუპავს თავს.                                                                                                         ამ დროს სახელმწიფო ვალდებულია დაცვას ისინი,რადგან ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში წერია,რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება აღიზარდოს ოჯახში,მიიღოს განათლება,იცხოვროს უსაფრთხოდ და ა.შ.                                                                                                             




No comments:

Post a Comment