Sunday, December 20, 2015

მშობლის უფლებები

  ბავშვის უფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის,რომ ბავშვს აქვს უფლება  აღიზარდოს ოჯახში,თავის მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ,თუ სად და ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა.ამ თვალსაზრისთვის დედისავის შვილების ჩამორთმევა და ბავშვთა სახლში გაგზავნა სრულ ბარბაროსობას გავს,მაგრამ ბავშვს სხვა უფლებებიც აქვს და ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა.                                                                                                                                ბავშვის უფლებათაგან აღსანიშნავია აგრეთვე განათლების უფლება.ყველაზე მოსიყვარულე მშობელიც კი არ ასრულებს თავის მოვალეობას შვილის მიმართ,თუკი ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შსაძლებლობა არ აქვს!ხშირად,სწორედ ამ საფუძველზე ხდება ხოლმე მშობლისთვის შვილის ჩამორთმევა,დამეთანხმებით ალბათ,რომ ეს მძიმე და ემოციური პროცესია.                                                                                                             აუცილებელია,რომ მშობელმა გააცნობიეროს,რომ შვილი მხოლოდ მისი საკუთრება არაა,მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ კია არაა,არმედ მთელი საზოგადოება და სახელმწიფოც კი.მშობლის უფლებები თვითნებობას არ გულისხმობს.ყველა მშობელი რომ ათვითცნობიერებდეს ამას,მშობლის მიერ შვილისადმი სასტიკი მოპყრობის რიცხვი შემცირდებოდა.ეს უკანასკენილი კი დამეთანხმებით,ჩვენს რეალობაში არცთუ ისე იშვიათია.                         



No comments:

Post a Comment