Sunday, December 6, 2015

ადამიანის უფლებების დაცვის დღე

         1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.                                            დეკლარაციაში გამოცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები- სიცოცხლის,თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის,მოქალაქეობის,შრომის,დასვენების,განათლების,კულტურული ცხოვრები და ა.შ. დეკლარაციაში გამოცხადებულია ასევე:რელიგიისა და მრწამსის,კრებისა და ასოციაციების;აკრძალულია:მონობა,მონობთ ვაჭრობა.ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის,სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი დემოკრატიული პრინციპი.                                                                                                                                 დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად სქესის,კანის ფერის,რელიგიისა და მრწამსის,ენის,ეროვნული და სოციალური წარმავლობის,წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.                                                                                                               10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დღეთაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მაშტაბით.

No comments:

Post a Comment