ადამიანის უფლებები და მოავლეობები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ სხვადასხვა როლი გვაქვს. შესაბამისად, სხვადასხვა ურთიერთობებში სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები გვაქვს, მაგალითად როგორც შვილს, უფლება გვაქვს მშობლისგან მზრუნველობა მივიღოთ, სკოლისგან კი – სათანადო განათლება.
თუმცა, ადამიანი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, მას აქვს მოვალეობა, არ შელახოს სხვისი უფლებები და ინტერესები. უფლება და მოვალეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა. მაგ: მოსწავლეს აქვს განათლების მიღების უფლება, სახელმწიფოს კი – მოვალეობა, უზრუნველყოს იგი ამ შესაძლებლობებით, თანაც მთელი სიცოცხლის მანძილზე.
თეორიაში ადამიანის უფლებათა დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნით ხდება. შინაარსობრივი ნიშნით მეცნიერები უფლებებს ყოფენ პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა უფლებებად. თანამედროვე სამყაროში ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია ნაკლებად გამოიყენება, რადგან ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების საყოველთაობის, განუყოფლობის და ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებზე.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაჯგუფებას სხვადასხვა კატეგორიებად. ადამიანის უფლებები მოიცავს და არ ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. მათი სათანადო რეალიზების შემთხვევაში, ყველას აქვს საშუალება საკუთარი ცხოვრება თავისუფლების, თანასწორობის და ადამიანური ღირსების პრინციპებიდან გამომდინარე დაგეგმოს.
No comments:
Post a Comment