დისკრიმინაცია და თანასწორობა
დისკრიმინაცია სიტყვასიტყვით განსხვავებას ნიშნავს,მაგრამ ამ ცნებას გაცილებით რთული შინაარსი აქვს.იგი ადამიანთა განსხავების საფუძველზე მათ შორის უსამართლო მოპყრობას,ძალადობას,დევნას,გადასახლებას,აკრძალვებს,ჩაგვრას გულისხმობს. დისკრიმინაციის ცნების არსის გააზრების მიზნით,გაგაცნობთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითად ღირებულებას-ტოლერანტობას,ეს ცნება ხშირად დემოკრატიის სინონიმადაც იხმარება. ტოლერანტობის გაგება სხვადასხვა კულტურაში,მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე,განსხვავებულია.ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა. დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები და შეიქმნა "ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია",რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების,ამ კულტურებში არსებული სხავდასხვა ღირებულების გამოხატვის ფორმების,განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება.ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება,კომუნიკაცია,აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი,შეგნება და რწმენა. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ტოლერანტობის ცნების "ხერხემალი" ადამიანის უფლებების პატივისცემაა.ტოლერანტობა ხელს უწყობს პლურალიზმს და კანონიერების დამკვიდრებას.
ტოლერანტობის საწინააღმდეგო ცნებებია:
*სხვისი შეურაცხყოფა; *დაცინვა; *გარიყვა; *ძალადობა; *დაშინება,მუქარა; *რასიზმი;
No comments:
Post a Comment