Saturday, December 12, 2015

სოციალურად დაუცველი ბავშვები

საუბარs შესავალით დავიწყებ და ვიტყვი, რომ უმეთვალყურეობა ბავშვთა მიმართ ეს არის სოციალური მოვლენა, რომლის დროსაც ხდება მოზარდთა ოჯახებისაგან მოწყვეტა მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის ხარჯზე. მისი განმსაზღვრელი საკითხებია: ყველანაირი კავშირის გაწყვეტა ოჯახთან, მშობლებთან და ნათესავებთან. ცხოვრება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ საარსებოდ საჭირო გარემოს.

სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მილიონობით უსახლკარო ბავშვია. სოციალურად დაუცველთა პირველი დიდი ნაკადი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, მეორე – II მსოფლიო ომის დროს. უკანასკნელი პერიოდი 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

     
  ყოველწლიურად იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი. აღნიშნულ მოზარდთა უმეტესობა სწორედ იმიტომ რჩება მშობლის ყურადგების მიღმა, რომ ან ამ უკანასკნელს არ აქვს საშუალება სრულფასოვანი მეთვალყურეობა გაუწიოს შვილს, ან უბრალოდ არ სურს საკუთარ თავზე იტვირთოს ახალგაზრდაზე მეურვეობა. ბევრჯერ დაფიქსირებულა შემთხვევები იმისა, რომ ბავშვები საკუთარ ნებით გაქცეულან იმ დაწესებულებებიდან, რომლებშიც სახელმწიფომ განათავსა და ესეც ერთი მარტივი მიზეზის გამო _ შესაბამისი პირობების არ არსებობის.

აღნიშნული უმცირესობის წარმომადგენლები, თავისმხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ გამოიმუშაონ არსებობისთვის საჭირო საკვები, ნივთები თუ ღაიმე სხვა… ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ თანამედროვე სამყაროში ძალაინ რთულია თუნდაც საარსებო მინიმუმის გამომუშავება, მითუმეტეს კი ბავშვებისათვის, ბავშვებისათვის რომლებსაც არც ამის გამოცდილება გააჩნიათ და მითუმეტეს შანსი საჭირო სამსახურის შოვნისა…

           “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” წევრ ქვეყნებში მიღებულია სოციალურად დაუცველ ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს შემდგომს:

• ბავშვს გააჩნია ოჯახში ცხოვრების უფლება.

• ბავშვს აქვს უფლება მოექცეს სახელმწიფოს დაცვისა და ზრუნვის ქვეშ, თუ ყოველივე ეს არ გააჩნია მშობელთა მხრიდან.

• ბავშვს აქვს განათლების მიღებისა და სკოლაში სიარულის უფლება.

• ბავშვს აქვს უფლება იყოს საზოგადოების თითოეული წევრის თანასწორი.

• ბავშვს აქვს საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება.

• ბავშვს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება.

• ბავშვს აქვს უფლება ატაროს სახელი და მოქალაქეობა იმ ქვეყნისა სადაც დაიბადა.

• ბავშვს აქვს უფლება იყოს ინფორმირებული.

• ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ყოველგვარი ძალადობისაგან.

• ბავშვს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.

• ბავშვს აქვს დასვენებისა და განტვირთვის უფლება.

• ბავშვს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს დახმარება სახელმწიფოსაგან (მაგალითად: უნარშეზგუდულობისას).

No comments:

Post a Comment