Friday, December 4, 2015

სტიგმა

              დისკრიმინაციის კიდევ ერთი მიზეზი სტიგმაა.სტიგმა არის მცდარი შეხედულება,რომელიც იწვევს პიროვნების ან  ჯგუფის წევრის გარიყვას.               სტიგმირებული ადამიანის დისკრიმინაციას ხშირად მოსდევს კონფლიქტი და ძალადობა.სტიგმის შედეგად ხდება ადამიანის გაძევება  საზოგადოებიდან.სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა.იგი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური,იურიდიული,სოციალური.სტიგმა გვხვდება საზოგადოებაშიც და ოჯახშიც.ჩვენ შეგვიძლია,ადვილად განვსაჯოთ სხვა იმ მიზეზით,რომ ის ჩვენგან განსხვავებულია,მისი გვეშინია,ან არ მივიჩნევთ მას იმ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად,რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებიტ.სტიგმის "მსხვერპლნი"უმეტესად ხდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,გარკვეული დაავადების მქონენი,სოციალურად დაუცველები,დევნილები,ლტოლვილები და სხვა.            სახელმწიფომ დაიწყო სტიგმასტან ბრძოლა.იგი კანონმდებლობით ცდილობს"გაძევებული"ჯგუფების ინტეგრაცის საზოგადოებაში.მაგ;სახელმწიფომ 2011 წელს გამოსცა"კანონი",სადაც განხილულია სახელმწიფო დაავადების მიმართ.კანონი ავალდებულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფიცირებულთა უფლებების და ღირსების დაცვას.ამავე დროს,კანონმა უნდა უზრუნველყოს დაავადებულთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილება.                                                                                                                                          ამრიგად,ადამიანები ყველანი ერთნაირები და ამავე დროს განსხვავებულებიც ვართ.ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან ფიზიკური აღნაგობით,კანის ფერით,სხვადასხვა კულტურას ვეკუთვნით.ზოგი ჩვენგანი მეტად წარმატებულია,ზოგი -  ნაკლებად.მაგრამ მიუხედავად ამისა ყველანი თანასწორნი ვართ.

                               

No comments:

Post a Comment