Tuesday, December 15, 2015

სიკვდილით დასჯა

       
    თავდაპირველად მინდა დავიწყო იმით, რომ დღეისათვის საქართველოში მკვლელობა იმდენად მძიმე ფორმებში ხორციელდება, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი სამართლიანობა აღადგინოს დამნაშავის სიკვდილით დასჯით.                                                                                                             სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით, მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ ზომად ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში გამოიყენებოდა. ფეოდალიზმის დროინდელმა ქართულმა სამართლის ძეგლებმა შემოინახა იმ დანაშაულთა ნუსხა და დასჯის მეთოდები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში დამნაშავის მიმართ იყენებდნენ ასეთი სახის სანქციებს . სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა.                                                                                           სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ. ჩვენი სისხლის სამართლის 39-ე მუხლში მოცემულია პოზიტიური სპეციალური პრევენციის მიზანი, რომელიც გულისხმობს, რომ: „1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.3. სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, რადგანაც მოკვლა დროის ერთ მონაკვეთში შესრულდება და სხვისთვის კარგი მაგალით ვერ იქნება, პირიქით საზოგადოების აგრესიაც შეიძლება გამოიწვიოს.                                                                ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის სიკვდილი გამოსავალია, მაგრამ მისთვის ნამდვილ სატანჯველს ის წარმოადგენს, რომ მთელი ცხოვრება ციხეში, ოთხ კედელში უნდა გაატაროს.                                                                                  პრინციპიც ნაპოვნია და იგი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი ცხოველი არ არის, რომ მისი სიცოცხლე, როგორი უფლებამოსილიც არ უნდა იყოს ის, სხვამ გადაწყვიტოს, რადგანაც რელიგია კრძალავს მას და ვინაიდან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უმაღლეს სასჯელად სამუდამო პატიმრობაც შეიძლება ვაკმაროთ მას.

 

         

No comments:

Post a Comment