Friday, December 4, 2015
ადამიანით ვაჭრობა,ტრეფიკინგი
დღეს დღეობით ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა. ამიტომ დღეს მე გადავწყვიტე დარღვევის ერთ ერთ ფორმაზე _ ტრეფიკინგზე დავწერო. ტრეფიკინგი არის ადამიანით ვაჭრობა , რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება, ექსპულატაცია. ტრაფიკინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მიუხედავად იმისა რომ მის წინააღმდეგ უამრავი ღონისძიებები ტარდება , ის მთლიანად ვერ იქნა აღმოფხვრილი. ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება ადამიანი, რომელიც ეძებს საზღვარგარეთ სამუშაოს ან მიდის სასწავლებლად. ისინი ნაკლებად ინფორმილებულები არიან იმ სირთულეებისა და საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ მუშაობის ნებართვის აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან. მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში აღარ უნდა არსებობდეს ადამიანით ვაჭრობა, რადგან დღეს დღეობით ადამიანები უნდა იყვნონ უფრო ცივილიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბებულნი გასულ საუკუნეებისგან განსხვავებით. ტრეფიკინგი ეს არა მარტო ფიზიკური შეზღუდვაა ადამიანის, არამედ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის სრულფასოვან განვითარებას, მისი ნიჭის რეალიზებას და სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი გმობდა ადამიანით ვაჭრობას, ამ დანაშაულის განმსაზღვრელი ტერმინის განმარტება პირველად 2000 წელის ნოემბერში მიიღო გაერომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის ოქმში “ადამიანით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთის და დამნაშავეთა დასჯის შესახებ”.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment