Thursday, December 24, 2015

ბულინგი

         დისკრიმინაციაზე,ჩაგვრაზე საუბრისას,გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას,რომელსაც "ბულინგს " უწოდებენ.ტერმინი "ბულინგი" ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას,რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.ბულინგის სამი ტიპი არსებობს.ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური.ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია:დამამცირებელი, ზედმეტი სახელის დარქმევა,დაცინვა,ჯგუბიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა,უცენზურო სიტყვებით მიმართვა,ნივთების წართმევა,წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა,მუქარა,დაშინება,ცილისწამება,იძულება- იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.                                                                    ბულინგის და,ზოგადად,დისკრიმინციის გამოვლინების დასაძლევად,უნდა შეიარაღდეთ ცოდნით,უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის,დიალოგის წარმართვის,აქტიური მოსმენის,თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი.                                                                                          დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა კომპრომისი.              ასევე,დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა.

No comments:

Post a Comment