რას ნიშნავს იყო ლტოლვილი?
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიონობით ომით შევიწროებული ან დევნილი ადამიანი იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს,ხანდახან ქვეყანასაც კი და თავშესაფარს სხვაგან ეძებს.ასეთი ადამიანები ლტოლვილები ხდებიან.ისინი,როგორც წესი,ნაჩქარევად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და თან მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღებას თუ ახერხებენ.ასეთი გადაადგილების დროს,ისინი ხშირად ახლობლებს,ოჯახის წევრებს კარგავენ,ბევრი მათგანი კი სამშობლოში საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ლტოლვილების უმრავლესობა უსაფრთხოებას მეზობელ სახელმწიფოებში ეძებს,სხვები კი ყველაზე შორეულ ქვეყნებს მიაშურებენ ხოლმე. 1951 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო კონვევცია ლტოლვილების სტატუსის შესახებ.კონვენციას ხელი მოაწერა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტმა. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილად ითვლება ადამიანი,რომელმაც დატოვა თავისი ქვეყანა და არ შეუძლია იქ დაბრუნება,რადგანაც არსებობს რეალური საშიშროება, რომ ის დევნის მსხვერპლი გახდება რასის,აღმსარებლობის,მოქალაქეობი,პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილებს არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა შეეხოს და მათი უფლებები დაცული უნდა იქნას იმ ქვეყანაში,სადაც ისისნი თავშესაფრის საძებნელად ჩავიდნენ.
No comments:
Post a Comment