ოჯახური ძალადობა საქართველოში
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, ეს ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა. მენტალიტეტის გამო იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. ო ჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. იგი არის განმეორებადი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს. არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ”საფარი”, რომლის დირექტორი, ამბობს, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლს უფასოდ ეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრაში. საქართველოში კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” 2006 წელს მიიღეს. ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ეს კანონი ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი
No comments:
Post a Comment