Monday, December 28, 2015
ძალადობა ოჯახში
ამ პოსტის საშუალებით მინდა მოვუწოდო საზოგადოებას,თუ ოდესმე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი ან თვითონთუ არა თქავის გარემოცვაში არსებობს ძალადობის მსხვერპლი ადამიანი.მან თვალი არ უნდა დახუჭოს ამგვარ ფაქტებზე ,რადგან დუმილი დანაშაულია.ოჯახში მოძალადე 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინტერვიუ ერტისის საჯაროს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ხაღულაშვილთან
- გამარჯობა.
- გამარჯობა.
- რამოდენიმე კითხვას დაგისვამ,თუ შეიძლება.
-რათქმაუნდა,მზად ვარ.
- კარგი.როგორ ფიქრობთ,რა განსხვავებაა უფლებებსა და მოვალეობებს შორის?
- მაგალითად ,მოსწავლეს აქვს განათლების მიღების უფლება, სახელმწიფოს კი – მოვალეობა, უზრუნველყოს იგი ამ შესაძლებლობებით.
-დიახ.იცით თუ არა სიტყვა დისკრიმინაციის განმარტება?
- კი, რათქმაუნდა .დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით განსხვავებას ნიშნავს.იგი ადამიანთა უსამართლო მოპყრობას,ძალადობას,ჩაგვრას,დაცინვას გულისხმობს.
- დიახ,სწორია.დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებსაც ხომ ვერ მეტყვი?
- დისკრიმინაციას ხშირ შემთხვევაში იწვევს უცოდიანარობა,განათლების მიღების შეზღუდვა.
- კარგი.იტნტერვიუსათვის დიდი მადლობა.
- მადლობა თქვენ.
Saturday, December 26, 2015
ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა დაიბადა 1918 წელს.მან მიიღო იურიდიული განათლება.1952 წლიდან გახდა "აფრიკის ეროვნული კონგრესის"აქტივისტი.მთელ ქვეყანაში ეწეოდა აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობას,იცავდა შავკანიანთა უფლებებს.მან,შვიდ თანამოაზრესთან ერთად,27 წელი ციხეში გაატარა.საპატიმრო გარე სამყაროსაგან იზოლირებუ კუმძულზე მდებარეობდა,სადაც ტუპერკულიოზით დაავადდა. 1990 წელს ციხიდან გაათავისუფლეს სამხრეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერი,რომელიც 1994 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ის მუდამ მოუწოდებდა თავის ხალხს - შავკანიან უმრავლესობასა და თეთრკანიან აფრიკელებს - სიყვარულისა და ურთიერთგაგებისათვის. მანდელას რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევის კარგი მაგალითია შავკანიანი აფრიკელების მიერ მათთვის უწინ საძულველ თეთრკანიან თანამოქალაქე რაგბისტთა გუნდის გულშემატკივრობა.1995 წლის მსოფლიო თასზე ურთიერთსიყვარულისა და თანასწორობის ნიშნადმანდელამ "სფინქსბოქსების"(თეთრკანიან რაგბისტთა გუნდის სახელწოდება) მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის თეთრკანიან კაპიტანს ჯილდო. "არავინ იბადება სხვა კანის ფერის,სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით.ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება,მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი იქნება".
მარტინ ლუთერ კინგი
მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წ.15იანვარს ატლანტაში(ჯორჯიის შტატში,აშშ),შავკანიანთა ოჯახში.მიუხედავდ იმისა,რომ მონობა აშშ - ში კარგა ხნის გაუქმებული იყო,შავკანიანი მოსახლეობა უკიდერეს გაჭირვებასა და დისკრიმინაციას განიცდიდა.ლუთერ კინგი გახლდათ რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი.მას სურდა თანასწორობის მშვიდობიანი გზით მიღწევა.მისი არაძალადობრივი ქმედებებიდ - მშვიდობიანი მსვლელობების,ეკონომიკური ბოიკოტების,მასობრივი გამოსვლების შედეგად,აშშ - ის კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ. მარტინ ლუთერ კინგს ღრმად სწამდა,რომ ძალმომრეობას და სიძულვილს შემწყნარებლობა და სიყვარული დაამარცხებდა.სწორედ ამ პრინციპს ემყარებოდა მისი პოლიტიკური ბრძოლის სამოქმედო გეგმა.
- არც ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ უნდა იყენებდეს ძალადობას სამართლიანობის აღსადგენად,რადგანაც არსებობს მეორე,ალტერნატიული გზა.
- რა არის მოქმედება ძალადობის გარეშე? მთავარი მახასიათებელი - არასოდეს დაამცირო მოწინააღმდეგე,არ ეცადო მის განადგურებას,მოიპოვე მისი სიყვარული,გაგება და პატივისცემა.
- ამ პოლიტიკის მთავარი პრინციპია,გაიზიარო სხვათა მწუხარება,არ უპასუხო ძალადობას ძალადობით და არ იფიქრო შურისძიებაზე. 1963 წელს ვაშინგტონში 300 000 ადამიანმა გამართა მშვიდობიანი მასვლელობა.მიტინგზე მთელი დღე ისმოდა სიმგერები,გამოდიოდნენ სიტყვით.მიტინგის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო მარტინ ლუთერ კინგის გამისვლა.
Thursday, December 24, 2015
ბულინგი
დისკრიმინაციაზე,ჩაგვრაზე საუბრისას,გვერდს ვერ ავუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას,რომელსაც "ბულინგს " უწოდებენ.ტერმინი "ბულინგი" ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას,რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.ბულინგის სამი ტიპი არსებობს.ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური.ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია:დამამცირებელი, ზედმეტი სახელის დარქმევა,დაცინვა,ჯგუბიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა,უცენზურო სიტყვებით მიმართვა,ნივთების წართმევა,წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა,მუქარა,დაშინება,ცილისწამება,იძულება- იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ბულინგის და,ზოგადად,დისკრიმინციის გამოვლინების დასაძლევად,უნდა შეიარაღდეთ ცოდნით,უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის,დიალოგის წარმართვის,აქტიური მოსმენის,თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი. დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა კომპრომისი. ასევე,დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა.
Wednesday, December 23, 2015
საჭიროებიდან - უფლებამდე
20 ნოემბერს "ბავშვის უფლებათა კონვენციის "დღეა.საქართველო ერთ - ერთია იმ სახელმწიფოთაგან,რომელთაც ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელი აქვთ მოწერილი. "ბავშვის უფლებათა კონვენცია" პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული.რაც ნიშნავ იმას,რომ სახელმწიფომ განუხრელად უნდა დაიცვას ბავშვის ის უფლებები,რაც კონვენციაში არის განცხადებული. მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა სახელმწიფოს ხელი აქვს მოწერილი "ბავშვის უფლებათა კონვენციაზე". გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით,მხოლოდ ორ ქვეყანას - ასშ-ს და სომალს - არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. აშშ-ს კონვენციაზე ხელმოუწერლობის მიზეზი ის არის,კონვენციაში წაერმოდგენილი ყველა მუხლი ისედაც განუხრელად არის დაცული ამერიკის კონსტიტუციაში,სომალში კი,პირიქით - არც ერთი მუხლი არ სრულდება. ყველა ბავშვი ერთმანეთისაგან განსხვავდება.ისინი სხვადასხვა რამეს მოელიან ცხოვრებისაგან,სხვადასხვა აზრი აქვთ იმის თაობაზე, თუ რა ჭირდებათ,რომ თავი ბედნიერა დიგრძნონ.მაგრამ,განსხვავების მიუხედავად,ყველასათვის აუცილებელია:სიცოცხლე,ჰაერი,წყალი,საკვები,უსაფრთხოება,ჟანმრთელობა...და ყველა მიისწრაფვის დაიკმაყოფილოს საკუტარი სურვილები და მოთხოვნილებები. ბავშვის მოთხოვნილებები შეიძლება შევუსაბამოთ ბავშვის გარკეულ უფლებებს,რომლებიც,თავის მხრივ,შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც იმ საგანთა ერთობლიობა,რომელთა ქონებისა და გამოყენების უფლება ყველა ადამიამს აქვს. სახელმწიფო ვალდებულია ვალდებულია,უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ხელი შეუწყოს მისი პირადი მისწრაფებების რეალიზაციას,ანუ დაიცვას მისი უფლებები.
ადამიანის უფლებები და მოავლეობები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ სხვადასხვა როლი გვაქვს. შესაბამისად, სხვადასხვა ურთიერთობებში სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები გვაქვს, მაგალითად როგორც შვილს, უფლება გვაქვს მშობლისგან მზრუნველობა მივიღოთ, სკოლისგან კი – სათანადო განათლება.
თუმცა, ადამიანი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, მას აქვს მოვალეობა, არ შელახოს სხვისი უფლებები და ინტერესები. უფლება და მოვალეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა. მაგ: მოსწავლეს აქვს განათლების მიღების უფლება, სახელმწიფოს კი – მოვალეობა, უზრუნველყოს იგი ამ შესაძლებლობებით, თანაც მთელი სიცოცხლის მანძილზე.
თეორიაში ადამიანის უფლებათა დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნით ხდება. შინაარსობრივი ნიშნით მეცნიერები უფლებებს ყოფენ პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა უფლებებად. თანამედროვე სამყაროში ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია ნაკლებად გამოიყენება, რადგან ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების საყოველთაობის, განუყოფლობის და ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებზე.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაჯგუფებას სხვადასხვა კატეგორიებად. ადამიანის უფლებები მოიცავს და არ ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს. მათი სათანადო რეალიზების შემთხვევაში, ყველას აქვს საშუალება საკუთარი ცხოვრება თავისუფლების, თანასწორობის და ადამიანური ღირსების პრინციპებიდან გამომდინარე დაგეგმოს.
Monday, December 21, 2015
უფლებები დღეს და ხვალ...
ხალხის რჩეულთ,პოლიტიკურ ლიდერებს,თავისი ხალხის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.მათ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება რომ სრულდებოდეს,ჩვენი ცხოვრება მშვიდობიანი და უსაფრთხო იქნებოდა,ჩვენი სამართლებრივი სისტემები ყველას ერთნაირ დაცვას უზრუნველყოფდა,პოლიტიკურ პროცესებს კი - ღია,დემოკრატიული ხასიათი ექნებოდა და ხალხის ინტერესებს დაექვემდებარებოდა. მაშ, რაშია საქმე ,რა გვიშლის ხელს? საქმე ის არის,რომ ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსებიც კი,ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შიეიძლება რაღაც დათმობებზე წავიდნენ. ამიტომ,ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ,რა დაპირებებს იძლევიან ისინი,რომ შემდგომ მათგან ამ დაპირებების შერულება მოვითხოვოთ.ანუ უნდა ვიცოდეთ,რა უფლებები გვაქვს,რომ მათზე ვიზრუნოთ. მაინც,რა უფლებები გვაქვს ჩვენ,ადამიანებს? ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით,ევროპის კონვენციითა და სხავ საერთაშორისო შეთანხმებით აღიარებული უფლებები. განვიხილოთ ეს უფლებები იმ თანმიმდევრობით,რომლითაც ისინი საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. განასხვავებენ პირველი,მეორე და მესამე თაობის უფლებებს.
პირველი თაობის უფლებები - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებეია.
მეორე თაობის უფლებები - სოციალური,ეკონომიკურიდა კულტურული უფლებები.
მესამე თაობის უფლებები - კოლექტიური უფლებები
შეიარაღებული კონფლიქტი
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში,ყოველწლიურად ომით შევიწროებული მილიონობით ადამიანი ტოვებს თავის ასხლს და ტავს უსაფრტხო ადგილს აფარებს. ომის საშინელებები უძველესი დროიდან აიძულებდა ადამიანებს,ეფიქრათ იმ პირთა დაცვაზე,ვინც არ ან აღარ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.სხვადასხვა დროს,სხვადასხვა ხალხის მიერ შემოღებულმა წესებმა დღეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სახე მიიღო.ეს არის საერთაშორისო სამართლის დარგი,რომელიც იცავს ომის მსხვერპლის სიცოცხლესა და ღირსებას,ზღუდავს მებრძოლ მხარეებს მებრძოლ მხარეებს ომის წარმოების მეთოდებისა და საშუალებების არჩევაში.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტებია ჟენევის 1949 წლის 4 კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი.საქართველო მათ მიუერთდა 1993 წელს,როთაც მან გამოხატა მზადყოფნა,დაიცვას ამ დოკუმენტებში მოცემული ნორმები შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში. მშვიდობიან მოსახლეობას საერთაშორისო კონფლიქტში იცავს ჟენევის მე-4 კონვენცია და 1-ელი დამატებითი ოქმი,ხოლო შიდა კონფლიქტის პირობებში მას ოთხივე კონვენციისათვის საერთო მე-3 მუხლი და მე-2 დამატებითი ოქმი იცავს.
"ორი ობოლი"
ჩვენ შევისწავლეთ იროდიონ ევდოშვილის ერთ-ერთი მოთხრობა "ორი ობოლი",სადაც ისევ და ისევ საუბარი ე.წ."ქუჩის ბავშვებზე".ახლა შემოგთავაზებთ ამ მოთხრობიდან მცირე ამონარიდს:
"შუაღამე გადასული იყო.ქუჩებში ხმაური აღარ ისმოდა,მხოლოდ დარაჯი თუ დაახველებდა ხანდისხან მაღაზიის წინ მიწოლილი.თოვლი ნელ-ნელა ბარდნიდა არემარეს.ამ დროს ორი პატარა არსება გამოჩნდა ელექტრონით განათებულ ქუჩაზე.შესდგნენ,რაღაც ითათბირეს,მერე მიიმარტნენ იქავ მაღააზისაკენ და ჩაიჩოქეს ძირას საფარ ქვეშ. -ასე ვიყოთ,- წარმოთქვა ერთმა მათგანმა.- ცოტა შევისვენოთ და მერე წავიდეთ ისევ... ცაცა და ვანო დიდხანს ისხდნენ გაჩუმებულნი.დაღლილებს ძილი ერეოდათ.ძილს უმაგრდებოდნენ.მაგრამ თავისდა უნებურადმძიმე-მძიმედ იშლებოდნენ ცივ ქვაზე.ბოლოს მოიკრუნჩხეს ტანი,გადახვიეს ერთმანეთს მკლავები და წუთის შემდეგ ხვრინვა ამოუშვეს,სძინავთ... სწორედ ამ დროს თეატრის სცენაზე "ორი ობოლის"წარმოდგენა იყო .მაყურებელნი ტაშითა და ვაშას ძახილით მსახიობთ ასაჩუქრებდნენ.ბევრ მაყურებელს მულბო გული სცენაზე წარმოდგენილმა დრამამ და ორი ობლის უბედურებამ ბევრს მოჰგვარა ცრემლი."ოჰ,საწყლები"!-იძახიან ერთნი,"ოჰ,რა უბედურებაა"!-იძახიან მეორენი.თვით იმ ქალბატონს,რომელმაც ვანოსა და ცაცას ზარმაცები უწოდა,ყველაზე ძლიერ ჩამოსდიოდა ცრემლები,ყველაზე მეტსა სწუხდა და "კავალერს"რომ არ დაეგურგულებინა,როგორც პაწია ბალღი უგურგულებს ხოლმე წითელ ვაშლს,რომელიც წუთის სემდეგ პირში უნდა გააქანოს,უეჭველად ისტერიკა დაემართებოდა.აგერ მოვიდა ერთი ობოლთაგანი წყლის პირას,სადაცაა გადავარდება თავის დასახრჩობად!მსახიონმა ისეთი ხელოვნებით წაროადგინა ეს სურათი,რომმაყურებელთ ტანში ჟრუანტელმა დაუარა,სკამებიდან წამოიწიეს და წესიერების დარღვევისა რომ არ შეშინებოდათ,სცენაზედაც კი გადაიჭრებოდნენ. მეორე დღეს გაზეთში გამოჭიმული იყო მეთაური წერილი,სადაც ქებითა და დიდებით მოიხსენიებდნენ მსახიობთ,მჭერმეტყველებით იყო ასევე აღწერილი ეფექტი წარმოდგენისა.ამავე გაზეთში ახალ ამბავთა შორის მოთავსებული იყო შემდეგი:"ამავე თეტრის ქვემო სართულის კედელტან,იპოვეს ქალ-ვაჟი ერთნანეთს გადახვეულნი.როგორც ემჩნეოდათ,მათხოვარნი უნდა ყოფილიყვნენ.უბედურნი გარეთ დარჩენილიყვნენ და თოვლს დაეხრჩო"...
თუ რატომ გავამახვილე ყურადღება ამ მოთხრობაზე ალბათ თავად მიხვდებით(წაკითხვის შემდეგ).სწორად წინა პოსტი დაწერილი მქონდა ქუჩის ბავშვების შესახებ.
ამ შემთხვევასიც სახელმწიფო ვალდებულია,დაიცვას და დაეხმაროს ობოლ,ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს .მათი ისეთივე უფლებები გააჩნიათ,როგორც ყველა მათ თანატოლს.ასევე დაეხმაროს იმ ბავშვებს,რომლებიც მოწვეტილნი არიან ოჯახებს.
Sunday, December 20, 2015
ქვეყანა, სადაც ყვავის მონობა
მსოფლოს ყველა ქვეყანაში მონობა გაუქმდა.თუმცა არსებობს ქვეყანა,სადაც მონობა კვლავ ყვავის.ეს ქვეყანაა მავრიტანია. მონებს-მუშაობა,ბატონებს-შემოსავალი. მოცემული ტერიტორია დაიპყრეს, დაახლოებით, ათასი წლის წინ, არაბმა ბერბესებმა. მას შემდეგ შავკანიანები, აფრიკის ძირძველი მოსახლეობა, დამპყრობლის ძალაუფლების ქვეშ იყო. თითოეული ოჯახი ფლობს რამდენიმე მონას-ჰარანიტს. აღსანიშნავია, რომ ჰარანიტები მემკვიდრეობით გადაეცემა დიდგვაროვან ოჯახებში. მონები ასრულებენ მრავალფეროვან სამუშაოს. ერთი მონა მფლობელს თვეში 15$ უჯდება. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 600 ათასი მონაა,რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენს.მიუხედავად იმისა,რომ მონათმფლობელობა აკრძალულია,ქვეყანაში მონის ყოლა ნორმალურია. პოლიციაში რეგულარულად შედის შეტყობინებები მონათმფლობელობის ხელშეწყობის შესახებ, ციხეშიც სვამენ არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლებს. ხელისუფლებამ მედიაში აკრძალა სიტყვა „მონის“ გამოყენება, თუმცა, ფაქტობრივად, არაფერიო შეცვლილა. ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ ერთი საქმეა ცნობილი, როდესაც მონათმფლობელმა პასუხი აგო თავის ქმედებებზე. კანონები მხლოდ ქაღალდზე...
მუქტარ ულდ დადდმა კვლავ წამოაყენა საკითხი მონობის გაუქმების შესახებ 1978 წელს, თუმცა იმ წლებში დაიწყო სამხედრო გადატრიალება და უფრო მნიშვნელოვანი საკითხითხზე გადაიტანეს ყურადღება. 1981 წელს მთავრობამ გამოსცა კანონმდებლობა, რომელიც მონებს თავისუფლებას ანიჭებდა. აღსანიშნავია, რომ კანონი არ იყო „სრულყოფილი“, ის არ ითვალისწინებდა სასჯელს კანონის დაუცველობის შემთხვევაში. მონებს არ სურთ თავისუფლება
ბუნტს მავრიტანიაში მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება. მთელი ძალაუფლება სამხედროების ხელშია. ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი ადამიანი არ დაუსჯიათ მოქმედი კანონის დარღვევისთვის. გასაოცარია, რომ მონებს არ დაუწყიათ ბრძოლა თავისუფლებისთვის.მეტიც, მონებს მტიკედ სწამთ, რომ თუ ისინი იქნებიან დამჯერი და მოემსახურებიან ბატობეს, მათი სული სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. სად უნა წავიდეს მონა, რომელმაც თავისუფლება მიიღო? ქვეყანაში სადაც 30 %-იანი უმუშევრობა და 40%-იანი სიღატაკეა, თავისუფლება შესაძლოა შიმშილით სიკვდილს უდრიდეს.
"ქუჩის ბავშვები" და მათი უფლებები
დღეს 21-ე საუკუნეა,ტექნოლოგიები...ადამიანი ვითარდება,წინ მიიწევს...მაგრამ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გადაუჭრელია...და ამ პრობლემას "ქუჩის ბავშვები" ჰქვია.ალბათ ეს ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემაა საქართველოსთვის...დღეს საქართველოში ეს პრობლემა მოუგვარებელია,არავინ ფიქრობს დ აზრუნავს მათზე,უფრო მეტიც,მათი რაოდენობაც კი არავინ იცის (დაახლოებით მაინც).საქართველოში მაწანწალა ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.მათი რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.გამოდის რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ მათ რაიმე დაემართება,სახელმწიფო ვერ დაეხმარება.მათი ცხოვრება ჩვენზე,გამლელზეა დამოკიდებული,ისინი ხომ საჭმლის ფულს ქუჩაში შოულობენ. თბილისში და არამარტო თბილიში,ნებისმიერ ადგილას ვნახავთ მათ.გავუვლით და ვერც კი ვხვდებით თუ რამხელა ტკივილს განიცდიან ისისნი ამ დროს.სულ უფრო მეტი ბავშვი გამოდის ლუკმა პურის საშოვნელად და მათ უმეტესობას ეგრეთ წოდებულ "სამუშაოზე" საკუთარი მშობლები უშვებენ.მათი ცხოვრება სულ უფრო და უფრო უკან მიდის.ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს,ზოგი ალკოჰოლს და ნარკოტიკს ეჩვება და იღუპავს თავს. ამ დროს სახელმწიფო ვალდებულია დაცვას ისინი,რადგან ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში წერია,რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება აღიზარდოს ოჯახში,მიიღოს განათლება,იცხოვროს უსაფრთხოდ და ა.შ.
სიცოცხლის უფლება
იმ უფლებათა შორის,რომელთა უფლებაც გააჩნია ადამიანს დედამიწაზე,უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია სიცოცხლის უფლება განურჩევლად ასაკის,კანის ფერის,რასის,სოციალური წარმომავლობის.მიუხედავად ამისა,მსოფლიოს ნებისნიერ ადგილას,ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს ძალადობის შედეგად.ადამიანის ცნობიერებაზე არ ახდენს გავლენას კანონით დაწესებული აკრძალვები.ის მაინც ცდილობს თავი ყოვლისშემძლეთ წარმოაჩინოს და იმოქმედოს გულისა და გრძნობების კარნახით.ადამიანს კი სწორედ გონივრული და დაფიქრებული ქმედება გამოარჩევს ყველა სხვა ამქვეყნიურ არსებათაგან. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლებას.ეს უფლება კანონითაა დაცული.არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა.სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი უზენაესი უფლებაა,რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი,როდესაც საფრთხე მთელს სახელმწიფოს ემუქრება.
მშობლის უფლებები
ბავშვის უფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის,რომ ბავშვს აქვს უფლება აღიზარდოს ოჯახში,თავის მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ,თუ სად და ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა.ამ თვალსაზრისთვის დედისავის შვილების ჩამორთმევა და ბავშვთა სახლში გაგზავნა სრულ ბარბაროსობას გავს,მაგრამ ბავშვს სხვა უფლებებიც აქვს და ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა. ბავშვის უფლებათაგან აღსანიშნავია აგრეთვე განათლების უფლება.ყველაზე მოსიყვარულე მშობელიც კი არ ასრულებს თავის მოვალეობას შვილის მიმართ,თუკი ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შსაძლებლობა არ აქვს!ხშირად,სწორედ ამ საფუძველზე ხდება ხოლმე მშობლისთვის შვილის ჩამორთმევა,დამეთანხმებით ალბათ,რომ ეს მძიმე და ემოციური პროცესია. აუცილებელია,რომ მშობელმა გააცნობიეროს,რომ შვილი მხოლოდ მისი საკუთრება არაა,მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ კია არაა,არმედ მთელი საზოგადოება და სახელმწიფოც კი.მშობლის უფლებები თვითნებობას არ გულისხმობს.ყველა მშობელი რომ ათვითცნობიერებდეს ამას,მშობლის მიერ შვილისადმი სასტიკი მოპყრობის რიცხვი შემცირდებოდა.ეს უკანასკენილი კი დამეთანხმებით,ჩვენს რეალობაში არცთუ ისე იშვიათია.
მშობლის ბავშვთან ურთიერთობის უფლება
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში წერია, რომ მშობელს აქვს უფლება ყავდეს ბავშვი და აგრეთვე ბავშვთა უფლებებშიც წერია, რომ ყოველ ბავშვს აქვს ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება. სამწუხაროდ ჩემს გარშემო ამ ცნებების და კანონების დარღვევა მიმდინარეობს. მაგალითად ჩემი ახლობელი დაშორდა ცოლს, მათ ერთი ბავშვი ყავთ. ჩემმა ახლობელმა დაშორებულ მეუღლეს დააბრალა ფსიქიკური აშლილობა და მას წაართვეს მისი ერთადერთი ქალიშვილის ნახვის უფლება. ახლა გადაწყვეტილი აქვს მას წაართვას დედობის უფლება. სამწუხაროა ის, რომ დედას არანაირი უფლებას არ აძლევენ გამოთქვას საკუთარი აზრი. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში? მართალია მე კარგად არ ვიცი კანონების შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს კანონი, რომელიც იცავს დედის უფლებებს და ამ კანონით მას შეუძლია დაიბრუნოს თავისი შვილის ნახვის უფლება. მაგრამ მაინც რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში არ იციან ბევრმა ხალხმა კანონების შესახებ რომლებიც მათ ძალიან ჭირდებათ და აუცილებელია იცოდნენ იმისათვის, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები? ეს რათქმაუნდა სახელმწიფოს ბრალია. ჩემი აზრით არსებიბს იმის საშუალება, რომ ხალხმა ეს გაიგოს. უკეთესი იქნება ტელევიზიით ხშირად გადმოგვცემდნენ ამ კანონების არსებობის შესახებ. ამ გზებით ჩემს მიერ დასახელებული კონკრეტული დედა შეძლებს დაიბრუნს შვილის ნახვის უფლება და არ ჩამოართვან დედობის უფლება.
Friday, December 18, 2015
ძალადობა ბავშვებზე
ოჯახი ეს ის ბუნებრივი გარემოა,რომელშიც მისი წევრები დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს.თუმცა არსებობენ მოზარები,ვისთვისაც ოჯახი უსაფრთხო ადგილი არ არის.ზოგიერთი მშობელი შვილის “გამოსასწორებლად” ბავშვს ართმევს თამაშის უფლებას,უკრძალავს თანატოლებთან ურთიერთობას,აიძულებს შეასრულოს მძიმე, ასაკისთვის შეუფერებელი სამუშაო ან ფიზიკურადაც კი სჯის. ცნობილია შემთხვევები, როცა “მოსარჯულებლად” ბავშვს ბნელ ოთახში კეტავენ ან რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებს უზღუდავენ. თუ ბავშვის აღზრდის მიზნით განხორციელებული ქმედება ძალადობრივია და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს , კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მშობელს. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე19 მუხლის თანახმად “ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების ან ოჯახის წევრთა მხრიდან ყველა სახის ძალადობის,შეურაცხყოფის, უხეში მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან”. ჩვენს ქვეყანაში ბავშვის აღზრდა ძალადობის მეთოდით ერთგვარი “სტერეოტიპია”, რომელიც დამყარებულია ცრუ შეხედულებებზე, ხოლო ისინი ვინც სხვაგვარად ფიქრობენ , მათ წინააღმდეგ ”ხორციელდება” სტიგმა. მთავარია ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და ამ საკითხში სულ მცირეოდენი..მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, რათა შემცირდეს არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტები….თუ გსმენიათ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ფაქტები თქვენს ირგვლივ, გთხოვთ დაეხმაროთ მათ და დარეკოთ ცხელ ხაზზე რომელიც ქვემოთაა მითითებული, ამით თქვენ მცირეოდენ და მაინც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
Wednesday, December 16, 2015
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
დღეს, საქართველოსა და მსოფლიოში, სამწუხაროდ ბევრია ე.წ შეზღუდული შესაძლებლობის პირი, რომელთა მიმართ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ბევრი ვერ ხვდება იმას, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ამიტომ მათი დანახვისას განსხვავებული და მიუღებელი რეაქციაა აქვთ ხოლმე. საქართველოში, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული, რაც უფრო მეტად საბჭოთა კავშირის "რეჟიმ გამოვლილებს" ეტყობათ. საბედნიეროდ, დღეს ახალგაზრდობას განსხვავებული და უფრო სწორი მიდგომა უყალიბდება ამ საკითხის მიმართ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯია ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და ბევრი სხვა ორგანო, თუ სტრუქტურა, სახელმწიფოს გამოკლლებით. საზოგადოების დიდ ნაწილს საქართველოში მიაჩნია, რომ შშმ პირების მიმართ სიბრალულის გამოხატვა და თითის მიშვერა მათი ქუჩაში გამოჩენისას სწორი საქციელია, მაგრამ ასე არაა! ეს კიდევ ერთი ნაკლია, რომელიც გვაქვს. მივიჩნევ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ნიჭი რაღაცის კეთების, რაც მას გამოარჩევს სხვებისგან. დღეს, საბედნიეროდ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებულია ამ პრობლემით და ცდილობს, რომ ხალხის წარმოდგენები შეცვალოს შშმ პირებზე. პრობლემის გადაჭრის გზები, ჩემი აზრით, პირველრიგში გადის სახელმწიფოზე, რომელიც დღეს ამ საკითხის მიმართ ფაქტობრივად, უმოქმედოა. უნდა დავიწყოთ ელემენტარულით, რომელსაც მაგალითად წარმოადგენს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში პანდუსების გაკეთება ქვეყნის მასშტაბით. სკოლებში ამ საკითხის მიმართ გაკვეთილების ჩატარება, რაც ყველაზე დიდ შედეგს მოგვიტანს. დროა დავიწყოთ და დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც დღეს, თუ ხვალ შეიძლება ჩვენზე მაღლა დადგნენ და მათი დახმარება ჩვენ დაგვჭირდეს. ვასწავლოთ ბავშვებს ის, რომ ხელის გაშვერით არ ისაუბრონ მათზე, დაეხმარონ ღიმილით, როდესაც მათ დახმარება დაჭირდებათ და მივიღებთ ღირსეულ, პროგრესულ და სამართლიან საზოგადოებას, რომელიც საქართველოში იცხოვრებს და გახდება მსოფლიოს საამაყო წევრი. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: შეზღუდული შესაძლებლობა, არ არსებობს!
Tuesday, December 15, 2015
სიკვდილით დასჯა
თავდაპირველად მინდა დავიწყო იმით, რომ დღეისათვის საქართველოში მკვლელობა იმდენად მძიმე ფორმებში ხორციელდება, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი სამართლიანობა აღადგინოს დამნაშავის სიკვდილით დასჯით. სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით, მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ ზომად ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში გამოიყენებოდა. ფეოდალიზმის დროინდელმა ქართულმა სამართლის ძეგლებმა შემოინახა იმ დანაშაულთა ნუსხა და დასჯის მეთოდები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში დამნაშავის მიმართ იყენებდნენ ასეთი სახის სანქციებს . სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა. სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ. ჩვენი სისხლის სამართლის 39-ე მუხლში მოცემულია პოზიტიური სპეციალური პრევენციის მიზანი, რომელიც გულისხმობს, რომ: „1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.3. სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, რადგანაც მოკვლა დროის ერთ მონაკვეთში შესრულდება და სხვისთვის კარგი მაგალით ვერ იქნება, პირიქით საზოგადოების აგრესიაც შეიძლება გამოიწვიოს. ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის სიკვდილი გამოსავალია, მაგრამ მისთვის ნამდვილ სატანჯველს ის წარმოადგენს, რომ მთელი ცხოვრება ციხეში, ოთხ კედელში უნდა გაატაროს. პრინციპიც ნაპოვნია და იგი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი ცხოველი არ არის, რომ მისი სიცოცხლე, როგორი უფლებამოსილიც არ უნდა იყოს ის, სხვამ გადაწყვიტოს, რადგანაც რელიგია კრძალავს მას და ვინაიდან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უმაღლეს სასჯელად სამუდამო პატიმრობაც შეიძლება ვაკმაროთ მას.
Saturday, December 12, 2015
სოციალურად დაუცველი ბავშვები
საუბარs შესავალით დავიწყებ და ვიტყვი, რომ უმეთვალყურეობა ბავშვთა მიმართ ეს არის სოციალური მოვლენა, რომლის დროსაც ხდება მოზარდთა ოჯახებისაგან მოწყვეტა მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის ხარჯზე. მისი განმსაზღვრელი საკითხებია: ყველანაირი კავშირის გაწყვეტა ოჯახთან, მშობლებთან და ნათესავებთან. ცხოვრება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ საარსებოდ საჭირო გარემოს.
სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მილიონობით უსახლკარო ბავშვია. სოციალურად დაუცველთა პირველი დიდი ნაკადი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, მეორე – II მსოფლიო ომის დროს. უკანასკნელი პერიოდი 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ყოველწლიურად იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი. აღნიშნულ მოზარდთა უმეტესობა სწორედ იმიტომ რჩება მშობლის ყურადგების მიღმა, რომ ან ამ უკანასკნელს არ აქვს საშუალება სრულფასოვანი მეთვალყურეობა გაუწიოს შვილს, ან უბრალოდ არ სურს საკუთარ თავზე იტვირთოს ახალგაზრდაზე მეურვეობა. ბევრჯერ დაფიქსირებულა შემთხვევები იმისა, რომ ბავშვები საკუთარ ნებით გაქცეულან იმ დაწესებულებებიდან, რომლებშიც სახელმწიფომ განათავსა და ესეც ერთი მარტივი მიზეზის გამო _ შესაბამისი პირობების არ არსებობის.
აღნიშნული უმცირესობის წარმომადგენლები, თავისმხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ გამოიმუშაონ არსებობისთვის საჭირო საკვები, ნივთები თუ ღაიმე სხვა… ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ თანამედროვე სამყაროში ძალაინ რთულია თუნდაც საარსებო მინიმუმის გამომუშავება, მითუმეტეს კი ბავშვებისათვის, ბავშვებისათვის რომლებსაც არც ამის გამოცდილება გააჩნიათ და მითუმეტეს შანსი საჭირო სამსახურის შოვნისა…
“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” წევრ ქვეყნებში მიღებულია სოციალურად დაუცველ ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს შემდგომს:
• ბავშვს გააჩნია ოჯახში ცხოვრების უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება მოექცეს სახელმწიფოს დაცვისა და ზრუნვის ქვეშ, თუ ყოველივე ეს არ გააჩნია მშობელთა მხრიდან.
• ბავშვს აქვს განათლების მიღებისა და სკოლაში სიარულის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს საზოგადოების თითოეული წევრის თანასწორი.
• ბავშვს აქვს საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება.
• ბავშვს აქვს უფლება ატაროს სახელი და მოქალაქეობა იმ ქვეყნისა სადაც დაიბადა.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს ინფორმირებული.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ყოველგვარი ძალადობისაგან.
• ბავშვს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.
• ბავშვს აქვს დასვენებისა და განტვირთვის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს დახმარება სახელმწიფოსაგან (მაგალითად: უნარშეზგუდულობისას).
Monday, December 7, 2015
რას ნიშნავს იყო ლტოლვილი?
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიონობით ომით შევიწროებული ან დევნილი ადამიანი იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს,ხანდახან ქვეყანასაც კი და თავშესაფარს სხვაგან ეძებს.ასეთი ადამიანები ლტოლვილები ხდებიან.ისინი,როგორც წესი,ნაჩქარევად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და თან მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღებას თუ ახერხებენ.ასეთი გადაადგილების დროს,ისინი ხშირად ახლობლებს,ოჯახის წევრებს კარგავენ,ბევრი მათგანი კი სამშობლოში საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ლტოლვილების უმრავლესობა უსაფრთხოებას მეზობელ სახელმწიფოებში ეძებს,სხვები კი ყველაზე შორეულ ქვეყნებს მიაშურებენ ხოლმე. 1951 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო კონვევცია ლტოლვილების სტატუსის შესახებ.კონვენციას ხელი მოაწერა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტმა. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილად ითვლება ადამიანი,რომელმაც დატოვა თავისი ქვეყანა და არ შეუძლია იქ დაბრუნება,რადგანაც არსებობს რეალური საშიშროება, რომ ის დევნის მსხვერპლი გახდება რასის,აღმსარებლობის,მოქალაქეობი,პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილებს არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა შეეხოს და მათი უფლებები დაცული უნდა იქნას იმ ქვეყანაში,სადაც ისისნი თავშესაფრის საძებნელად ჩავიდნენ.
ნაადრევი ქორწინება
უიღბლო ქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება, დანგრეული ოჯახების გამო დაკომპლექსებული ბავშვები და ამ გარემოებით დათრგუნული მშობლები -უმრავლეს შემთხვევაში ეს პრობლემები ნაადრევ ქორწინებას ახასიათებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს: "ნაადრევი ქორწინება ნამდვილი სისულელეა, კარგავ წლებს, რომელის სწავლას უნდა დაუთმო, კარგავ მეგობრებს, ურთიერთობა გიფუჭდება მშობლებთან, იმედი გიცრუვდება გრძნობებზე. ყველაზე მთავარი პრობლემა კი შვილია, მით უფრო თუ მარტო გიწევს მასზე ზრუნვა. ხვდები, რომ ვერ გააცნობიერე ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახის შექმნას ახლავს თან.“
„რატომ გავყევი ცოლად? ოჯახი მინდოდა და მაგიტომ. მე დასაქმებული ვიყავი. ის არ მუშაობდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა. სამსახურის შოვნა უჭირდა . დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ შეცდომა დავუშვით და დავშორდით. თუმცა პირველ ქორწინებას ერთი დადებითი მხარე აქვს, მომავალში შეცდომის განმეორების ალბათობა ნაკლებია.“
„სახლში ყოფნა არ მინდოდა, მეც ავდექო და გავთხოვდი. თავიდან ყველაფერი მარტივად იწყება , თუმცა ეს დროებითია. 16 წლის ვიყავი და მეგონა მიყვარდა. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვართ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს უკვე 2 წელია. ჯობია დავშორდეთ.. პირველ რიგში ჩემი შვილი მეცოდება.. " მსგავსი შინაარსის ფრაზები არაერთხელ მოგისმენიათ.ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქართულ ტრადიციად „შერაცხეს“.თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დღეს საქართველო გოგონების ნაადრევი ქორწინებით მოლდავეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, ორი წლის მონაცმებით, სკოლებში სწავლა 7367-მა გოგონამ შეწყვიტა. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები ხშირ შემთხვევაში არ ასახავს რეალობას, რადგან იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოში მოქალაქეებს დაქორწინება 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ, თუმცა ხშირად, მშობლების თანხმობით, ამგვარ ფაქტებს ადგილი16 წლიდანაც აქვს, შესაბამისად ასეთი ოჯახები არაოფიციალურია და ის სტატისტიკურ მონაცემებშიც ვერ აისახებოდა. და მაინც რატომ ინგრევა ოჯახები? ამ კითხვაზე იმდენი პასუხი არსებობს, რამდენი ოჯახიც დაინგრა.
ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნაადრევმა ქორწინებამ და გაუცნობიერებლად გადაგმულმა ნაბიჯმა შეიძლება უერთიერთობა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.
ამ თემაზე მსჯელობისას ხშირად ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს ვეხებით. თუ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში ეს ჯერ კიდევ მიუღებელია. იქ ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელია და განქორწინების მაჩვენებელიც დაბალია. თანაც, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რელიგიურად ქორწინებამდე სექსი ცოდვად და ამორალურ საქციელად მიიჩნევა.
დასკვნა ასეთია, უმჯობესია ადამიანებმა იცოდნენ თუ რა სირთულეები შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, ეს გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რაც ოჯახის დანგრევის საფრთხეს შეამცირებს.
Sunday, December 6, 2015
ადამიანის უფლებების დაცვის დღე
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაციაში გამოცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები- სიცოცხლის,თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის,მოქალაქეობის,შრომის,დასვენების,განათლების,კულტურული ცხოვრები და ა.შ. დეკლარაციაში გამოცხადებულია ასევე:რელიგიისა და მრწამსის,კრებისა და ასოციაციების;აკრძალულია:მონობა,მონობთ ვაჭრობა.ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის,სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი დემოკრატიული პრინციპი. დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად სქესის,კანის ფერის,რელიგიისა და მრწამსის,ენის,ეროვნული და სოციალური წარმავლობის,წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა. 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დღეთაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მაშტაბით.
Saturday, December 5, 2015
ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა დამანგრეველ და ყოვლისმომცველ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახური ძალადობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს და სცილდება კლასის, შემოსავლის, განათლებისა და კულტურის საზღვრებს. რადგან ოჯახურ ძალადობას ძირითადად ადგილი აქვს ოჯახურ სივრცეში, ამიტომ ხშირად ამის შესახებ შეტყობინება არ კეთდება. მსხვერპლისათვის, ოჯახისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი სათანადოდ შეფასებული არ არის. საზოგადოებები ამ ეპიდემიასთან სათანადოდ გამკლავებას ვერ ახერხებენ, რადგან მეზობლები, სამართალდამცავები და ხელისუფლება თავს იკავებენ ჩაერთონ იმაში, რაც მათი განმარტებით პირადი საქმეა. ოჯახური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას,რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს.ბავშვები იზრდებიან მუდმივი შიშის,სტრესისა და სირცხვილის შეგრძნებებით.ყველაფერი ეს კი იწვევს ფსიქოლოგიურ ტრამვას. ჩვენს ქვეყანაში ბავშვის აღზრდა ძალადობის მეთოდით ერთგვარი “სტერეოტიპია”, რომელიც დამყარებულია ცრუ შეხედულებებზე, ხოლო ისინი ვინც სხვაგვარად ფიქრობენ , მათ წინააღმდეგ ”ხორციელდება” სტიგმა. მთავარია ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და ამ საკითხში სულ მცირეოდენი..მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, რათა შემცირდეს არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტები….თუ გსმენიათ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ფაქტები თქვენს ირგვლივ, გთხოვთ დაეხმაროთ მათ და დარეკოთ ცხელ ხაზზე რომელიც ქვემოთაა მითითებული, ამით თქვენ მცირეოდენ და მაინც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქალთა მიმართ ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, ამ ფენომენის უკიდურესად უარყოფითი შედეგების სრულფასოვანი გაცნობიერება და შემდგომ მის შესაჩერებლად ერთიანი ძალისხმევა, კოორდინირებული და დროული მოქმედება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,ვერ შევძელით სტერეოტიპული აზროვნების რღვევა, გენდერული თანასწორობის სულისკვეთების ბუნებრივი პოზიტივების აღქმა, ამ სულისკვეთების გავრცელება და საზოგადოებაში მის დასამკვიდრებლად საერთო ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება. ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ პრობლემის არსებობა, გავაცნობიეროთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობა და სწორედ ამ უთანასწორობას უნდა ვებრძოლოთ. სანამ ქალთა ხმა არ იქნება მოსმენილი გადაწყვეტილების მიღებისას, სანამ ქალები დაექვემდებარებიან შევიწროებას და უთანასწორო მოპყრობას დასაქმებისას, სანამ დავადანაშაულებთ მსხვერპლს და ამა თუ იმ მიზეზით გავამართლებთ მოძალადეს, ჩვენ ავცდებით პრობლემის მოგვარების მთავარ გზას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და ხმამაღლა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულია.
Friday, December 4, 2015
ბავშვს აქვს უფლებები!
1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ხოლო 1989 წელს - ბავშვის უფლებათა კონვენცია. ალბათ, იკითხავთ: რა საჭიროა ბავშვის უფლებათა კონვენცია, როცა არსებობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია? პასუხი მარტივია: ბავშვს თავისიფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო სჭირდება სპეციალური დაცვა და მზრუნველობა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო აღიარებს, რომ ბავშვს აქვს უფლებები. საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენცია ძალაშია 1994 წლიდან და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს კონვენციის მოთხოვნების დაცვა. აღიარებულია, რომ:
ყველა ბავშვი თანასწორია.არ არსებობენ უფრო მეტად თანასწორნი. მაგალითად, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც თურქები, ფრანგები ან რუსები არიან, ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ავსტრიელების, ქართველების ან ესტონელების შვილებს. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს დისკრიმინირებული იმ მიზეზით, რომ სხვა ფერის კანი აქვს. ყოველგვარი დისკრიმინაცია- რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით - დაუშვებელია. აკრძალულია ბავშვის დისკრიმინაცია, რომელიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს. ყველა ბავშვს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიური რწმენის თავისუფლება.ბავშვს შეუძლია თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერსაკითხზე. ზრდასრული ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის მოსაზრებას. ბავშვის შეხედულებებსმისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად სათანადოყურადღება უნდა დაეთმოს. ყველა ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების უფლება.არავის აქვს უფლება, უნებართვოდ წაიკითხოს მათი ჩანაწერები, წერილები. კონვენციის თანახმად, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ანდა ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.
ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი.
ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს იძულებით შრომისგან.
ადამიანის ძირითადი უფლება- ღირსება!
დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება ! რა არის ღირსება ? ღირსება ერთდროულად აქვს ქალს და კაცს, ბავშვს და მოხუცს, კანონმორჩილ მოქალაქეს და რეციდივისტს. თვით დედის სხეულში მყოფ მომავალ სიცოცხლესაც შეუძლია მოიხმოს საკუთარ უფლებათა დასაცავად ადამიანის ღირსება. ღირსება არ არის დაკავშირებული უფლებაუნარიანობასა და ქმედითუნარიანობასთან, ღირსების შეგრძნების შესაძლებლობასთან, შეგნებასთან, რომ ღირსების მფლობელი ხარ. შესაბამისად, ღირსება აქვს როგორც დედის სხეულში მყოფ ნაყოფს, ისე რაიმე ფიზიკური ნაკლით დაბადებულს და სულით ავადმყოფს. ადამიანის ღირსება ვრცელდება აგრეთვე გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე. პატიმრებსაც, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან უმძიმესი დანაშაულებისთვის, აქვთ ღირსება. რა შემთხვევაში ილახება ღირსება ? ადამიანის ღირსება დაირღვევა მაშინ, როცა მას დევნის, დამცირების, უფლების აყრის გზით მოეპყრობიან, როგორც საგანს. ადამიანის ღირსების შემლახავად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. ამასთან, ღირსება არ არის ხელშესახები, ასევე არ შეიძლება მისი დაკარგვა. არც სახელმწიფოს შეუძლია რაიმე პირობების არსებობოსას ადამიანს ღირსება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოართვას და არც ადამიანი კარგავს ღირსებას თავისი უღირსი საქციელით, საქმიანობით თუ ცხოვრების სტილის გამო.
ადამიანის ღირსების შემლახავად ითვლება სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას. დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი, დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. დანაშაულის ჩამდენი პირი არ უნდა იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. სადაც კი არსებობს ადამიანი, იქვეა მისი ღირსებაც და არა აქვს მნიშვნელობა, ღირსების მფლობელს ესმის თუ არა ეს. ყოველ ადამიანს აქვს ღირსება, რის გამოც დაუშვებელია, იგი იყოს რაიმე საქმიანობის ობიექტი ან ინსტრუმენტი. ადამიანი არასოდეს არ შეიძლება იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს!
Subscribe to:
Posts (Atom)